თეგებით ძიება

„ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში - ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ ნახავთ, რა შეუძლია თეატრს - დავით დოიაშვილი

აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან - „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა  სცენიდან ადამიანებს გვერდით დგომისკენ მოუწოდა. 

„ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში - ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ!

ამ განცხადების გაკეთება იოლი გგონიათ? ძალიან ვნერვიულობ და მეშინია კიდეც. მეშინია იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ აქ მდგომზე და თქვენზეც. იცით, რომ უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს, მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში. მაშინ, მკითხავთ, რატომ ვაკეთებ ამას - იმიტომ, რომ ამ დროს მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები - ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების.

ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს და ერთი რამ მინდა გითხრათ - ნუ იცეკვებთ იმათ დაკრულზე, მოდით აქ! ნუ იმღერებთ მათთან ერთად, მოდით აქ! ნუ ემსახურებით მათ იმიტომ, რომ აქ კარგია! ახლა, ვინც ტელევიზორებთან სხედხართ, გამოდით, რომ ვიყოთ ბევრნი, ბევრნი იმიტომ, რომ იქ არ უნდა წახვიდეთ, მოდით აქ, ჩვენი მანიფესტი გრძელდება, ნუ წახვალ იქ, მოდი აქ!“ - განაცხადა დავით დოიაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა