მიკროავტობუსი ორ გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და ამობრუნდა - სად მოხდა შემთხვევა?
მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი ორ გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და ამობრუნდა.
შემთხვევის დროს მიკროავტობუსის მძღოლი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ფოტოები: 24news.ge