თეგებით ძიება

სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის განკარგულება დროებით შეაჩერა

სიეტლის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ.

როგორც მედია წერს, მოსამართლემ აღნიშნული განკარგულება „აშკარად არაკონსტიტუციურად“ მიიჩნია და გააკრიტიკა იურისტები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღმასრულებელ ბრძანებას.

როგორც მედია აღნიშნავს, აშშ-ის გარკვეული შტატები ამტკიცებენ, რომ განკარგულება არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც გარანტიას აძლევს აშშ-ის მიწაზე დაბადებულ ყველა ბავშვს, მიიღოს მოქალაქეობა. აღნიშნული ბრძანება თავდაპირველად 19 თებერვლს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 14 დღით შეჩერდა..


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა