თეგებით ძიება

რადგან ჟურნალისტია, პოლიციელს თუ ხელი გაარტყა, უნდა გავათავისუფლოთ და სხვა ადამიანმა რომ გაარტყას პოლიციელს ხელი, ის უნდა დავსაჯოთ? - "რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორი

"რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორი, გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" რედაქტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობას ემხრობა. 

"გავათავისუფლოთ ვიღაც, იმიტომ, რომ მედიის ან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელია და ა.შ... ჩემი აზრით, დაუშვებელია. თუ არსებობს გათავისუფლების კრიტერიუმები, უნდა გათავისუფლდეს. რაზე ვსაუბრობთ? რადგან ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელია, პოლიციელს თუ ხელი გაარტყა, უნდა გავათავისუფლოთ და სხვა ადამიანმა რომ გაარტყას პოლიციელს ხელი, ის უნდა დავსაჯოთ? ორმაგ სტანდარტებს რატომ ვქმნით და რატომ ვუქმნით საზოგადოებას ასეთ მოლოდინებს?", - აცხადებს პაატა სალია.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს სასამართლომ ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ.  დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა