ბათუმში შუახნის მამაკაცი მოკლეს
ბათუმში, ბონი-გოროდოკის უბანში პოლიციაა მობილიზებული. თვითმხილველების თქმით, ამ უბანში პოლიციამ ცხედარი იპოვა. batumelebi.netgazeti.ge წერს, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ცხედარი ზღვამ გამორიყა, რასაც პოლიცია არ ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შუახნის კაცი მოკლულია. შემთხვევა დღეს მოხდა და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკველელობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
კონკრეტულად რა მოხდა და რამ გამოიწვია დაპირისპირება ამის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.