თეგებით ძიება

25 იანვარს ელექტრომომარაგება შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, თამარაშვილის და სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, VI კვარტლების და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი  ხეივნის, გორგასალის, გულიას, ბადაგის, კოტე აფხაზის, ნიკოლაძის, უსახელოურის, ჟორდანიას, წითლანაძის, ახალი რეხის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა