თეგებით ძიება

"მსურს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მოგილოცოთ" - ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს

გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­ში მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბას ულო­ცავს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მი­სა­ლოც წე­რილ­ში.

"მსურს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა მო­გი­ლო­ცოთ. სა­ქარ­თვე­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რია და ჩვე­ნი სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას მო­უთ­მენ­ლად ველი.

ერ­თად, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის 2030 წლის დღის წეს­რი­გი­სა და მო­მავ­ლის პაქ­ტის პრინ­ცი­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, იმავდრო­უ­ლად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით მუ­შა­ო­ბა.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სხვა პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ამ მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მხარს ვუ­ჭერ. თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ“, - წერს ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­ში.

აღ­ნიშ­ნულ წე­რილს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ავ­რცე­ლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა