რობერტ ფიცო ზელენსკის სლოვაკეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ქვეყანაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განცხადებები სლოვაკეთის შიდა საქმეებში არაადეკვატური ჩარევაა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ფიცო ზელენსკის ამ ქმედებას არაადეკვატურ ჩარევას უწოდებს და ამბობს, რომ ის უკრაინის ლიდერთან შეხვედრას, ჯერჯერობით, აღარ აპირებს.
მანამდე, სლოვაკეთის პრემიერმა თქვა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, "რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან".
საპროტესტო აქციები ლოზუნგით "სლოვაკეთი ევროპაა" გუშინ, 30-მდე ქალაქში გაიმართა.