თეგებით ძიება

უბრალოდ არ გინდოდათ ჩამოსვლა. არავისთვის აგვიკრძალავს ბელარუსში შემოსვლა - ალექსანდრე ლუკაშენკო ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ეუთო/ოდირს თავად არ სურდა ბელარუსში ჩასვლა და საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვება.

"უბრალოდ არ გინდოდათ ჩამოსვლა. არავისთვის აგვიკრძალავს ბელარუსში შემოსვლა", - განაცხადა ლუკაშენკომ მინსკში ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დამკვირვებლების არ ყოფნის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი მტკიცებით, ეუთო/ოდირს მიწვევა გაუგზავნეს, თუმცა მათ განაცხადეს, რომ გაგზავნა დაგვიანებული იყო. ამასთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ არსად არ არის დაკონკრეტებული როდის უნდა მოხდეს მიწვევა, გუშინ, დღეს თუ ხვალ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა