თეგებით ძიება

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით არჩევნებზე დამკვირვებლების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვითხოვთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას”!

ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.  მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა