თეგებით ძიება

“ჩემი ქვეყანა მენანება... უნდა მომხდარიყო ჩემი განეიტრალება, ეს იყო და ეს... ბევრისთვის შევქმენი პრობლემა“ - ინტერვიუ ქვეყნის დატოვებამდე: რა დეტალებზე ისაუბრა თეა გოდოლაძემ?

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, თეა გო­დო­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა.

გამ­გზავ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე მან ინ­ტერ­ვიუ “მთა­ვა­რი არ­ხის“ გა­და­ცე­მა “Post Factum“ -ს მის­ცა.

“გამ­თე­ნი­ი­სას მივ­დი­ვარ... ჩემი ქვე­ყა­ნა მე­ნა­ნე­ბა, არ შე­მიძ­ლია ამ ქვეყ­ნის გა­რე­შე... მე მგო­ნია, რომ ჯო­ბია რომ ვიყო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და ჩემი საქ­მე ვა­კე­თო აშშ-ში, ასე გა­მო­ვად­გე ჩემს ქვე­ყა­ნას, ვიდ­რე აქ პუ­ტი­ნის ცი­ხე­ში ვიჯ­დე. ჩემს გამო პრობ­ლე­მე­ბი არც ილი­ას [ილი­ა­უ­ნი] შე­ექ­მნას, არც ჩემს ოჯახს... ჯო­ბია, რომ არ ვიყო აქ.

მან კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ მი­ი­ღო აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

რო­გორც გო­დო­ლა­ძე ამ­ბობს, “ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­როტ, მა­ტყუ­ა­რა ადა­მი­ანს ეძა­ხის. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე - ვი­ღაც გე­ო­ლოგს, რო­მე­ლიც პა­ნი­კას ტეხს და არა სან­დროა... ხოლო მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ამე­რი­კის აგენტს უწო­დებს. ამ ფონ­ზე, შე­საძ­ლოა ცი­ხე­ში არ ჩას­ვან.“

“რო­გორ ფიქ­რობთ, 3- დან 6 წლამ­დე არ მო­მის­ჯი­ან და ცი­ხე­ში არ ჩამ­სვა­მენ?“ - გა­ნა­ცხა­და გო­დო­ლა­ძემ და მი­ზე­ზად 3 წლის წი­ნან­დე­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი გა­იხ­სე­ნა. მან 2022 წელს 112-ს მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ მას­ზე პარტნი­ო­რი ძა­ლა­დობ­და.

“დავ­რე­კე 112-ში და­ა­კა­ვეს. შე­ვი­და მას­თან ად­ვო­კა­ტი და გა­მო­ვი­და ჩვე­ნე­ბით, რომ თურ­მე მე მის შვილ­ზე ერთი წლის წინ ვი­ძა­ლა­დე. ანუ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბა, გა­ჯე­რე­ბუ­ლი ტყუ­ი­ლე­ბით. მე წა­მი­ყე­ნეს ბრა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ არ­სე­ბო­ბის ფონ­ზე,“ - გა­იხ­სე­ნა სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ სფე­რო­ში არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებს ღიად აკ­რი­ტი­კებ­და, ბევ­რი პი­როვ­ნე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

“მარ­ტი­ვია, უნდა მომ­ხდა­რი­ყო ჩემი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, ეს იყო და ეს... და და­ი­წყო პი­რა­დი სა­კი­თხე­ბით.

ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, რაც ახლა ხდე­ბა, უფრო ნა­თე­ლი გახ­და სუ­რა­თი, რაც ხდე­ბო­და მა­ნამ­დე. ჩემი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ პრო­ექ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი ქვე­ყა­ნა­ში, ბევ­რი პრობ­ლე­მა შევ­ქმე­ნი. ბევ­რის­თვის შევ­ქმე­ნი პრობ­ლე­მა... მე არ ვიცი რო­დის ჩა­მო­ვალ, ჯო­ბია რომ წა­ვი­დე, ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნის­თვი­საც.

ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ექ­ტი გვქონ­და, რომ­ლე­ბიც ჩა­აგ­დეს. ამე­რი­კელ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ერ­თად შე­მოვ­დი­ო­დით გე­ო­თერ­მუ­ლი ენერ­გი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი და ბევრ ძა­ლი­ან მა­გარ პრო­ექტს გა­ვა­კე­თებ,“ - გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძე.

მა­ნამ­დე დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, “ფე­ის­ბუქ­ზე“ გან­მარ­ტა თუ რა­ტომ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა.

რო­გორც გო­დო­ლა­ძე წერს, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა კო­ლე­გებ­მა ურ­ჩი­ეს, ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, დრო­ე­ბით გან­რი­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცი­ას. ამას­თან, გო­დო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნი­დან დრო­ე­ბით მი­დის და არც საქ­მი­ა­ნო­ბა მი­უ­ტო­ვე­ბია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა