ყოფილი პრეზიდენტი იქნება, თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი ვინმესთან ჩიოდნენ? - მეუფე იაკობი (ვიდეო)
„ყოფილი პრეზიდენტი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? ადრე მივმართე ერთ ქალბატონს, ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.
ლოცვის დასრულების შემდეგ კი, მეუფე იაკობმა მრევლს მიმართა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილა.
„ჩართავ ტელევიზორს და საინფორმაციო გადაცემების ყურება აღარ მინდა. ამაყად აცხადებენ, უცხოეთში, დიადი ქვეყანა როგორ უნდა იყო, ასეთი პატარა მცირე რიცხვიანი ქვეყანა ხარ და ის ვერ დაგიმორჩილებიაო. ასეთი სულიერი სიღარიბე რა უნდა გქონდეს?! წმინდა ნინო არაქართველი იყო, ჩამოვიდა წმინდა ნინო და ქართველებზე ქართველი გახდა.
შენ როდესაც გვარით - ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქალბატონი, რომელიც უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? შეხედეთ და გადახედეთ თამარ მეფეს , ქეთევან დედოფალს, შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანასთან ჩივი, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ ქართველ ხალხს გვინდა.
ჩვენ ვუყურებთ პროცესებს და რა თქმა უნდა, მშვიდობა, სიმშვიდე გვინდა. ძალიან ცუდად ვიქცევით. ასე რომ ხდება, გამართლება არავის აქვს. მეუფემ ბრძანა, ყველამ შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს, ერთმანეთს.
რა გვინდა, ისევ 90-იან წლებში დავბრუნდეთ? ადრეც მივმართე ქალბატონებს და განსაკუთრებით ერთ ქალბატონს - ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? გაიხსენეთ, ღვთისმშობლის წილხვედრი და წმინდა ნინოს ქვეყანა ვართ.
უროს თაობაზეც მინდა გადავიდე. როცა ეკითხებოდი რამდენი სქესია, სანამ ბატონი ტრამპი არ მოვიდა პრეზიდენტად, იმათთვის უამრავი სქესი იყო. მოვიდა და ითქვა დიდ ქვეყანაში, მართლაც ძალიან დიდი ქვეყანაა და იქაური პრეზიდენტის ნათქვამს მართლაც დიდი ძალა აქვს. ჩვენთან მანამდე რომ ვერ ბედავდნენ ეფიქრათ და თავისი აზრი ეთქვათ, ჩამოყალიბდნენ და ნელ-ნელა დაიწყეს - თურმე მამაკაცი და დედაკაცი ყოფილა, მიხვდნენ ახლა. იმედია დიდი ხანი შემორჩებათ მათ ეს მეხსიერებაში“, - აცხადებს მეუფე იაკობი.