თეგებით ძიება

შავი ზღვის სანაპიროზე მაზუთის ახალი ემისიები დაფიქსირდა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე 17 მონაკვეთზე 24 საათის განმავლობაში მაზუთის ახალი ემისიები დააფიქსირა, რომლის საერთო სიგრძე 63 კილომეტრზე მეტია. ამის შესახებ სამინისტროს Telegram-არხზე წერია.

ასევე, უწყების ინფორმაციით, 24 საათში შავი ზღვის აკვატორიის 153 კვ.კმ. იქნა შესწავლილი. სამინისტროს თანამშრომლებმა 2,300 კვადრატული მეტრი სორბენტით დაამუშავეს, ხოლო ჩაძირულ ტანკერ Volgoneft-239-იდან მაზუთის ამოტუმბვა დაასრულეს.

მყვინთავები ჩაძირული გემების შესწავლას განაგრძობენ და ნავთობპროდუქტები ზღვის ფსკერიდან სანაპიროზე გამოაქვთ.

ვრცლად


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა