თეგებით ძიება

“ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა...“ - შალვა პაპუაშვილი

“ყველ­გან ბრი­უ­სე­ლი, არ­სად ევ­რო­პა - ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დას­ჯის მცდე­ლო­ბაა იმ ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ არ­ჩევ­ნებ­ში უკა­ნო­ნოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და და­მარ­ცხდნენ ამ არ­ჩევ­ნებ­ში,“- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა უნ­გრეთ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის კაია კა­ლა­სის გან­ცხა­დე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით “დიპ­ლო­მა­ტუ­რი პას­პორ­ტე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, თან­ხე­ბი კი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად იყო, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­და­ე­ცათ“.

ამას­თან, პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის პას­პორ­ტის ჯი­ბე­ში ქონა, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლე­ბას არ ნიშ­ნავს და სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ მა­გა­ლი­თია, “რო­დე­საც პას­პორ­ტის მიღ­მა, არა­ნა­ი­რი ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აღარ ჩანს“.

“ყველ­გან ბრი­უ­სე­ლი, არ­სად ევ­რო­პა - ასე შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს სცილ­დე­ბი­ან ბრი­უ­სე­ლე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი. ვნა­ხეთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის პირ­და­პირ ჩარ­თუ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ო­და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჩვენს არ­ჩევ­ნებ­ში. ეს დღი­სით, მზი­სით ხდე­ბო­და, და­უ­ფა­რა­ვად, უხე­შად. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მათ, ყვე­ლას უარი უთხრა იმა­ზე, რომ მათი მი­თი­თე­ბით აერ­ჩი­ათ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დას­ჯის მცდე­ლო­ბა იმ ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ არ­ჩევ­ნებ­ში უკა­ნო­ნოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვით მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და და­მარ­ცხდნენ ამ არ­ჩევ­ნებ­ში. ვნა­ხეთ ქალ­ბა­ტო­ნი იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნეს გან­ცხა­დე­ბაც, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი პირ­და­პირ გა­მოწ­ვე­უ­ლია ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის მიერ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რით. ეს არის შუ­რის­ძი­ე­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დას­ჯა. მცდე­ლო­ბა, რომ და­სა­ჯონ და შური იძი­ონ ქარ­თველ ხალ­ხზე, ვი­ნა­ი­დან, რა სა­ხე­ე­ბია ვხე­დავთ - ეს­ტო­ნე­თის, ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი მი­ტინგზე იდ­გნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმის­თვის, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ მხა­რი არ და­ე­ჭი­რათ. არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი იმა­ში, რომ ეს მი­ნის­ტრე­ბი, ოთახ­ში რომ სხე­დან, შე­ეც­დე­ბი­ან, ქარ­თველ ხალ­ხი და­ა­ზი­ა­ნონ, რო­მელ­თაც მათ სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გას­ცეს.

ასე­ვე, ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ დიპ­ლო­მა­ტე­ბის დას­ჯა ხდე­ბა, დაც­ლი­ლია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ყო­ველ­გვა­რი გა­გე­ბის­გან. ომის დრო­საც კი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი არი­ან დიპ­ლო­მა­ტე­ბი და, რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პე­ლის მხრი­დან ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი გვეს­მის, ეს აჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად და­ცი­ლე­ბუ­ლია ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ევ­რო­კავ­ში­რის პას­პორ­ტის ჯი­ბე­ში ქონა არ ნიშ­ნავს ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ მა­გა­ლითს ვხე­დავთ ბოლო პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც პას­პორ­ტის მიღ­მა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ნა­ი­რი ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აღარ ჩანს“,- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა