შეგვიძლია EU-ში ვიზითაც გავემგზავროთ - ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაზე
ირაკლი კობახიძეს დიპლომატიური პასპორტების შეჩერების მოლოდინი აქვს, მაგრამ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბიში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"რეალურად, ამის ალბათობა ძალიან მაღალია, მაგრამ ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური და ტექნიკური საკითხია. ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვინმე ვიზას მოითხოვს თუ არა საჯარო სამსახურში, არ არის მნიშვნელოვანი. შეგვიძლია, ვიზითაც გავემგზავროთ EU-ში. ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა კობახიძემ.