თეგებით ძიება

დღეის მონაცემებითა და ვიზუალური დაკვირვებით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია - ადვოკატი

"ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატის გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

„ვიზუალური დაკვირვებითა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მისივე განცხადებით, თავს ნორმალურად გრძნობს, ამ ეტაპზე არ საჭიროებს კლინიკაში გადაყვანას.

როგორც თავად აცხადებს, აგრძელებს შიმშილობას და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს”, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხიმშიაშვილმა.

მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა, რაც შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პოლიციამ იგი ბათუმში დააკავა. ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა