თეგებით ძიება

"საქართველოს ადრინდელი წარმატება განადგურდა" - პაველ ჰერჩინსკი

"საქართველოს ადრინდელი წარმატება განადგურდა" - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

"მიუხედავად დაპირებებისა, მმართველმა პარტიამ მიიღო აგენტების კანონი, ამასაც მოჰყვა პროტესტი, საქართველოს ყველა პარტნიორმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უთხრეს ქართულ ოცნებას, ეს არ გაეკეთებინა, იყო მხოლოდ ერთი ადგილი სოლიდარობის და მხარდაჭერის მოსკოვი. მათ ხმას მისცეს ამ კანონს. 30 გვერდი არსებობს არგუმენტების, რატომ ზღუდავს ეს კანონი სიტყვის თავისუფლებას, რატომ დაარტყამს ის სამოქალაქო საზოგადოებას , მაინც მიიღეს აგენტების კანონი. ვფიქრობ, ორი მთავარი მიზეზია, რატომ იყო ლიდერი საქართველო გაფართოების პროცესში - ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და პროფესიონალი ადმინისტრაცია. ახლა კი სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებენ და სამსახურებიდან ათავისუფლებენ საჯარო მოხელეებს. ამიტომ განადგურდა საქართველოს ადრინდელი წარმატება"- განაცხადა ელჩმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა