თეგებით ძიება
28. 01. 2025 მსოფლიო

რადაში განმარტავენ, როგორ აპირებენ 18-25 წლის ახალგაზრდების ნებაყოფლობითი მობილიზაციისკენ წახალისებას - UNIAN

უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველმა, ნიკოლაი შჩურმა განაცხადა, უახლოეს დღეებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისი 18-დან 25 წლამდე მამაკაცების ჯარში გაწვევის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებს შეიტანს. როგორც UNIAN წერს, რადაში განმარტეს, თუ როგორ აპირებენ 26 წლამდე ახალგაზრდების წახალისებას, შეუერთდნენ ქვეყნის თავდაცვის ძალებს.

როგორც უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი, ფიოდორ ვენისლავსკი UNIAN-თან ინტერვიუში განმარტავს, ეს შეიძლება იყოს ფინანსური წახალისება, რის შედეგადაც, ახალგაზრდებმა ნებაყოფლობით საფუძველზე ხელი უნდა მოაწერონ კონტრაქტს.

„კომიტეტში განიხილება გარკვეული წახალისებების და ჯილდოების დაწესება, მათ შორის, ფინანსურის, თუმცა ეს ყველაფერი საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობას უკავშირდება. რაც შეეხება არმიაში 18-25 წლის ახალგაზრდების მოზიდვას, ეს ახალი იდეა არ არის. უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს, ამ ასაკში შეუძლია ნებაყოფლობითი კონტრაქტის გაფორმება და შეიარაღებულ ძალებში მსახურება. გასულ წელს, ამ ასაკის ახალგაზრდების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ გააფორმა კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ამას დაემატოს მატერიალური სტიმულაცია, მსურველთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს“, - ამბობს ის. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა