"კოკა-კოლას" პროდუქციაში მავნე ნივთიერება აღმოაჩინეს, რის გამოც კომპანიამ ევროპული ბაზრიდან პროდუქცია გაიწვია
"კოკა-კოლას" პროდუქციაში მავნე ნივთიერება აღმოაჩინეს, რის გამოც კომპანიამ ევროპული ბაზრიდან პროდუქცია გაიწვია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
აღმოჩნდა, რომ სასმელი შეიცავს ქლორატის "მაღალ დონეს", ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია თირკმელებისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გამოიწვიოს.
სურსათის სტანდარტების სააგენტომ პროდუქციის შემოწმება დაიწყო.
სასმელების მწარმოებელმა რამდენიმე პროდუქტი, მათ შორის Fuze Tea, Fanta, Coca-Cola, Sprite, Tropico და სხვები, მას შემდეგ გაიწვია, რაც ანალიზებმა ქლორატის მაღალი დონე აჩვენა.
მედიის ცნობით, ზოგიერთი პროდუქტი, მათ შორის, Coke, Fanta და Sprite ქლორატის საშიშად მაღალი შემცველობით, უკვე გაიყიდა ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში.
ქლორატი არის ქლორზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებების და ქლორის შემცველი ქიმიკატების დაშლის ქვეპროდუქტი, რომლებიც ხშირად წყლის სტერილიზაციისთვის გამოიყენება.