თურქეთში ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთელი ბავშვები და მათი მშობლები გადაჰყავდა, ტრაქტორს შეეჯახა
თურქეთში, ანტალიაში, ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთელი ბავშვები და მათი მშობლები გადაჰყავდა, ტრაქტორს შეეჯახა, შედეგად 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 15 ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ავარიის შემდეგ, ბავშვების მშობლებსა და ავტობუსის მძღოლს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მძღოლმა განაცხადა, რომ ის სცემეს, რის გამოც ჩივილს აპირებს.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ სხეულის სხვდასხვა მოტეხილობა აქვთ.