თეგებით ძიება

ნებისმიერთან შეიძლება მოლაპარაკება, მაგრამ ზელენსკის არალეგიტიმურობის გამო მას რაიმეზე ხელმოწერა არ შეუძლია - ვლადიმერ პუტინი

"მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს, რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, თუკი ასეთი სურვილი არსებობს“, - ამის შესახებ კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"დიახ, ნებისმიერთან შეიძლება მოლაპარაკება, მაგრამ მისი {ვოლოდიმირ ზელენსკი} არალეგიტიმურობის გამო არა აქვს უფლება ხელი მოაწეროს რაიმეს. თუ მას სურს მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მაშინ მე დავნიშნავ ადამიანებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს წარმართავენ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა