თეგებით ძიება
29. 01. 2025 ვიდეო

რა ხდება ამ წუთებში მიხეილ მესხის სტადიონთან, სადაც ირაკლი კობახიძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები მივიდნენ? - კადრები ადგილიდან

მიხეილ მესხის სტადიონზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისვლას, მედიის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.

ისინი გამოცემა „ბათუმელების" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაკავებას აპროტესტებენ.

ჟურნალისტებს მიტანილი აქვთ მზია ამაღლობელის ფოტოსურათები. ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.

სტადიონის შესასვლელის კარი ბოქლომით არის ჩაკეტილი. „მშიშარა მშიშარა“, - ასე მიმართავენ ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც სტადიონის ტერიტორიაზე, სპორტის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა