თეგებით ძიება

„დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ - საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ - ამ ლოზუნგით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ისინი ხალხისთვის საეთერო დროის დათმობასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გათავისუფლება ითხოვენ.  

ადგილზე შეკრებილი არიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები და თანამოაზრეები.

ისინი მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას ითხოვენ.

დემონსტრანტები ტელევიზიის ტერიტორიიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით აპირებენ გადანაცვლებას, სადაც უკვე 63-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა