„ ეუთო/ოდირს თუ არ ენდობით, ახალ არჩევნებს რა ლოგიკით ითხოვთ?“ - ამირან სალუქვაძე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. მომხდარს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:
ევროსაბჭოს რეზოლუცია სულაც არაა გასაკვირი. ანტი-ქართული და რუსეთის "გამპრავებელი" #1633 რეზოლუცია 2008 წელს ზუსტად საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.
ნაციონალების დელეგაციას რომ არ უნდა მიეცა ხმა, ეს ერთი თემაა, მაგრამ რეზოლუცია ვინ შეიმუშავა და მიიღო?
ესენი დაშლიან ევროკავშირს. საკუთარი სადამკვირვებლო მისიის შეფასებებს არ სცნობენ. აგრძელებენ აშშ წინა ადმინისტრაციის ხაზს.
დასაშლელია ევროსტრუქტურების პარლამენტები, თუ უნდათ ევროკავშირის შენარჩუნება. არალეგალური ლობიზმის ბუდეებია.
ისედაც არეულები არიან, ამერიკისგან გრენლადიის დაცვას აპირებენ, ჯარი უნდა შეიყვანონ...
წელს ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირს არ გამოაგზავნით? არ ენდობით და რა აზრი აქვს გამოგზავნას?! ეუთო/ოდირს თუ არ ენდობით, ახალ არჩევნებს რა ლოგიკით ითხოვთ?
ვაი თქვენს პატრონს! პოლიტიკოსების დეფიციტია მსოფლიოში... - წერს ამირან სალუქვაძე.