თეგებით ძიება
30. 01. 2025 მსოფლიო

"რუსი მოციგურავეები, მწვრთნელები და მათი ოჯახები აშშ-დან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ტრაგედია მოხდა" - ავიაკატასტროფის ახალი დეტალები

და­სავ­ლუ­რი მე­დია აშშ-ში მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ გა­ნახ­ლე­ბულ დე­ტა­ლებ­ზე წერს. CNN -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნავ­ში, რო­მე­ლიც აშშ-ის არ­მი­ის Black Hawk-ის ტი­პის ვერ­ტმფრენს შე­ე­ჯა­ხა, რუსი მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი იყ­ვნენ.

“სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნავ­ში, რო­მე­ლიც ვა­შინგტონ­თან აშშ-ს არ­მი­ის ვერ­ტმფრენს და­ე­ჯა­ხა, რუ­სე­თის ორი მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და. ისი­ნი ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ყო­ფი­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი იყ­ვნენ,“ - წერს გა­მო­ცე­მა სა­ა­გენ­ტო TASS-ზე დაყ­რდნო­ბით.

მა­ნამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა აშშ-ის ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის ასო­ცი­ა­ცი­ამ, თუმ­ცა გარ­დაც­ვლილ­თა ვი­ნა­ო­ბა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

“ეს სპორ­ტსმე­ნე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი და მათი ოჯა­ხე­ბი სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის ეროვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ბა­ნა­კი­დან, რო­მე­ლიც აშშ-ში, კან­ზას­ში გა­ი­მარ­თა. ჩვენ გა­ნად­გუ­რე­ბულ­ნი ვართ ამ ენით აუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დი­ით. გა­ვაგ­რძე­ლებთ სი­ტუ­ა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინგს და გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც კი ის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

theguardian-ის ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმფრი­ნავ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რუსი მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი ევ­გე­ნია შიშ­კო­ვა და ვა­დიმ ნა­უ­მო­ვი.

გააგრძელეთ კითხვა 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა