თეგებით ძიება
31. 01. 2025 მსოფლიო

რუსებმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს - დაღუპულია 9 ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს - მედიის ცნობით, იერიშის მიტანის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. 

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისივე თქმით, ტერორი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. 

"ამ დროისთვის ვიცით 9 დაღუპულისა და 13 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია. ეს რუსული ქმედებების დამახასიათებელი ნიშანი გახდა – მთელი შენობის მცხოვრებთა განადგურება. ყოველ ასეთ დარტყმას მსოფლიოს მხრიდან პასუხი სჭირდება. ტერორი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა