თეგებით ძიება

"უნდა დასრულდეს ტერორი! ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას ტყვეობიდან მისი ერთგული შვილები" - ანდრო ჭიჭინაძის დედა

"უნდა დასრულდეს ტერორი! ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას ტყვეობიდან მისი ერთგული შვილები" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე წერს. 

"ერის სირცხვილია, ხალხო! ქართველმა ერმა უნდა აღიაროს ვალი, იკისროს პასუხისმგებლობა, ერთხმად უნდა მოითხოვოს და დაიხსნას ტყვეობიდან მისი ერთგული შვილები.

სიკეთით მოტივირებული ეს კეთილშობილი ხალხი უპირისპირდებოდა უხეშ, უსახურ, უპასუხისმგებლო ძალას. ეს ვნახეთ და ეს ვიცით ყველამ. ჩვენი მოსათხოვია და უნდა მოვითხოვოთ, უნდა დაბრუნდეს ეს ქვეყანა სამართლის ჩარჩოში. უნდა დასრულდეს ეს ტერორი.

პოლიციაც ჩვენია, სასამართლოც ჩვენია და ეს ქვეყანა სრულად არის ჩვენი. დღეს პატიმრების მხარდასაჭერი მარშია. დღეს ყველა გავიდეთ ქუჩაში და დავუდგეთ პატიმრების მშობლებს გვერდით!

რამდენი მარში დაგვჭირდება, რამხელა მარში დაგვჭირდება, რომ მივახვედროთ ოცნებას, დათმოს, ნუღარ გაჯიუტდება, ნუ შეეცდება ერის დამარცხებას!", - წერს ლიკა გუნცაძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა