თეგებით ძიება

"მოურჩენელ ტკივილად დარჩები, მშვიდად განისვენე ჩვენო ფაიფურის თოჯინა" - თბილისის 32-ე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

თბილისის N32 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს:

"მეორე დღეა სკოლა სკოლას აღარ ჰგავს... აღარ ხმაურობს ძველებურად... რთული გასააზრებელია რაც მოხდა... უსამართლოა წუთისოფელი...

ჩვენი სკოლის XIბ კლასის მოსწავლე, მშვენიერი ნატალია ქოიავა, აღარ არის... ძნელია, მძიმეა ამის გააზრება,გაგება, მიღება... ის ჩვენი ნაწილი იყო და აღარ არის...

თითოეული წევრი 32-ე საჯარო სკოლის,როგორც ერთი, განიცდის და გლოვობს ნატალიას იმიერსამყაროში გადაბრძანებას.

მოურჩენელ ტკივილად დარჩები!!!

მშვიდად განისვენე ჩვენო ფაიფურის თოჯინა, ჩვენი ნატალია!" - წერია სკოლის განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ანსამბლ "რუსთავის" წევრის მახო ქოიავას ქალიშვილი, ნატალია ქოიავა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა