თეგებით ძიება

"საკითხი დახურულია, არხი პანამას ეკუთვნის“ - პანამის პრეზიდენტი პანამის არხის მფლობელობასთან დაკავშირებით აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვას გამორიცხავს

პანამის პრეზიდენტის ხოსე რაულ მულინოს განცხადებით, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან შეხვედრისას პანამის არხის მფლობელობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს.

„მე არ შემიძლია მოლაპარაკებების წარმოება და, მით უმეტეს, არხის შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყება. საკითხი დახურულია, არხი პანამას ეკუთვნის.

პანამაში შეერთებული შტატების საელჩოსგან არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია, არც სახელმწიფო მდივნისგან, რომელთანაც ვთანამშრომლობთ მიგრაციის საკითხებზე, არხში სხვა ქვეყნის სამხედრო ყოფნის შესახებ. პანამის არხს აკონტროლებს პანამა“, - აღნიშნა პანამის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 82 კილომეტრიანი ხელოვნური არხი, რომელიც წყნარ და ატლანტის ოკეანეებს აკავშირებს, არის მნიშვნელოვანი გლობალური სავაჭრო ნაკადებისთვის. ის პანამის არხის ადმინისტრაციის, ავტონომიური სააგენტოს მიერ იმართება, რომელსაც პანამის მთავრობა ზედამხედველობს.

აშშ-მა არხი მე-20 საუკუნის დასაწყისში ააშენა და 1999 წელს კონტროლი პანამას გადასცა, ორი ათწლეულის მერე მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებების პაკეტს, რომელიც მის მუდმივ ნეიტრალიტეტს უზრუნველყოფს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება ირღვევა და განაცხადა, რომ ჩინეთი აკონტროლებს არხს და იქ მისი ჯარისკაცები იმყოფებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა