თეგებით ძიება

„ამათი ჭყიპინით “სასტავმა” მილიონები იშოვა და დემონსტრანტებს “შვიშტოკები” დაურიგეს“ - რას წერს დიმიტრი სამხარაძე?

თუ ვინმე კიდევ დარჩით, უცხო ქვეყნის მანქურთების მოწოდებით აქციაზე გამსვლელი, ერთი რამ იცოდეთ! წველეთ თქვენი ლიდერები - „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს მიმართავს:

„გლობალური ომის პარტიის მიერ ნაყიდთა მსვლელობა როდის იქნება? პრინციპში ყველა მარში მაგათი დაფინანსებით იყო მილიონობით დოლარი ჩაასხეს და იქ მისულებს 20-დან 50 ლარამდე უხდიან! აქციებზე, ამათი ჭყიპინით  “სასტავმა” მილიონები იშოვა და დემონსტრანტებს “შვიშტოკები” დაურიგეს თუ ვინმე კიდევ დარჩით, უცხო ქვეყნის მანქურთების მოწოდებით აქციაზე გამსვლელი, ერთი რამ იცოდეთ! წველეთ თქვენი ლიდერები

რაც გასაჯაროვდა მხოლოდ მცირედია იმასთან შედარებით, რეალურად რა ფულები აქვთ დახარჯული აქციებისათვის და საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად. 100  მილიონი ლარი და ეს სამი გრანტია! დანარჩენი წარმოიდგინეთ?  და ბოლოს 100 000 000 : 5000 = 20 000 ! თითო მომიტინგისათვის ( 5000 ნაცისთვის) 20 ათასი ლარი უნდა გადაეხადათ რამდენი მოგცეს? მიხვდით სად ხართ?“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

ცნობისთვის, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, ქვეყანა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა