თეგებით ძიება

მზია ამაღლობელი უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით - ადვოკატი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მოინახულა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მზია ამაღლობელი დასუსტებულია და ნელა მოძრაობს.

„დავაკვირდი ვიზუალურად - უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. ნელა მოძრაობს უფრო, ეს ჩემი დაკვირვებაა იმიტომ, რომ მანძილი უნდა გამოიაროს, ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა, რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და შემდეგ საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო.

ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით, ყოველ ჯერზე გვეუბნება, რომ მე არ ვარ მთავარი თემა, არა ერთი უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, მე ვიყო მთავარი ამბავი. ევროსაბჭოს ბოლო ამბებზე იყო ძალიან შეწუხებული.

28 იანვარს გაკეთებული ანალიზის პასუხი, სანამ ჩვენ არ მივედით, არ იცოდა, სავარაუდოდ, ახლა აჩვენეს. ჩვენ დოკუმენტები გადმოგვცეს. ამ დოკუმენტებს წავიღებთ, მივიღებთ კონსულტაციას და ამის მერე გვეცოდინება", - განაცხადა მწარიაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა