მეგობრის თქმით, ორი აქტივისტი პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა
მოქალაქე ანი ბედელიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი მეგობარი, აქტივისტი დათო ფუთურიძე პოლიციამ გზიდან აიყვანა. ბედელიძის თქმით, პოლიციამ ასევე ქუჩიდან აიყვანა ფუთურიძის მეგობარიც, აქტივისტი ნიკოლოზ ლაცაბიძე.
"დათო ფუთურიძე აიყვანა დღეს პოლიციამ ვაჟაზე (გზაზე გააჩერეს). თორმეტი საათიდან ვერ უკავშირდებოდნენ. ახლა მის სახლს ჩხრეკს პოლიცია. როგორც ამბობენ, პულვერიზატორებით მოხატვის გამო. ამ დრომდე ვეძებთ დათოს მეგობარს, ნიკოლოზ ლაცაბიძეს, რომელიც ასევე აიყვანეს ქუჩიდან, ორივე იყო მარტო". - წერს ბედელიძე.