„ყველაფერი გამიგია, მაგრამ ბანკში ფულს ვერ ითვლიდნენ, პირველად მესმის“ - რას წერს თეა გვასალია?
ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასაია სოციალურ ქსელში წერს:
საქართველოს ბანკი • Bank of Georgia სხვა ბანკების მსგავსად, თქვენს მობაილბანკსაც აქვს ერთი მშვენიერი ფუნქცია, თვის ბოლოს გვითვლის შემოსავალს და გასავალს, რაც ჩემისთანა ადამიანისთვის მისწრებაა, რადგან თვის ბოლოს კი არა, მაღაზიიდან გამოსულს უკვე არ მახსოვს, რამდენი დავტოვე სალაროში, იმიტომ კი არა რომ ბევრი მაქვს, უბრალოდ, ცუდი დამოკიდებულება მაქვს რიცხვებთან.
აი, ასეთი ადამიანიც რომ შეამჩნევს, შეცდომას თქვენს მიერ მოწოდებულ თვიურ ბალანსში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცდომილებები გაქვთ დაშვებული.
მინდა იცოდეთ, რომ პირდაპირ ფეისბუქზე არ გამოგაჭენეთ. წინა თვეს დავრეკე თქვენს ოპერატორთან და ვკითხე თავაზიან გოგონას, რატომ არ იყო ასახული ჩემს შემოსავალში ახლა აღარ მახსოვს, სადღაც 800 ლარი, შეიძლება მეტიც. გოგონამ ბოდიში მომიხადა და დამამშვიდა, თქვენ არ ხართ პირველი, ბევრმა მოგვმართა მსგავსი ჩივილით და გამოვასწორებთო.
გავიდა ერთი თვე და ამჯერად 300 ევროს ასახვა დაგავიწყდათ შემოსავლის გრაფაში. ორი თვეა ქვეშმიწერით ვანგარიშობ თქვენს ბანკში შეტანილ-გატანილ თანხას, ხვალ საკანცელარიოში ჩავალ და ჩემს ბავშვობაში „ჩოთქს“ რომ ეძახდნენ, იმ საანგარიშოს ვიყიდი.
მინდა გავბრაზდე, მაგრამ მეცინება. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ბანკში ფულს ვერ ითვლიდნენ, პირველად მესმის - წერს გვასალია.