შიმშილობის მე-20 დღესაც მზია ამაღლობელის სიმშვიდე და სურვილი, რომ მისი შიმშილობა არ იყოს მთავარი თემა, ყველაზე მეტად მაფიქრებს - ნონა ქურდოვანიძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს:
შიმშილობის მე-20 დღესაც მზია ამაღლობელის სიმშვიდე და სურვილი, რომ მისი შიმშილობა არ იყოს მთავარი თემა, ყველაზე მეტად მაფიქრებს. ამ სიმშვიდემ ციხის ექიმებს არ უნდა მისცეს სიმშვიდის განცდა და პირიქით, სწორედ ეს უნდა იყოს ნიშანი ყველაფრის მრავალჯერ გადამოწმების.
სამედიცინო დოკუმენტაცია დღეს მივიღეთ სრული სახით სახალხო დამცველის მეშვეობით და შემდგომ, ციხის ადმინისტრაციის მხრიდანაც. ამ ეტაპზე ველოდებით შესაბამისი ექიმების რჩევებს დოკუმენტებში მოცემულ მონაცემებთან დაკავშირებით - წერს ნონა ქურდოვანიძე.