თეგებით ძიება

დონალდ ტრამპი შაბათს ახალ ტარიფებს დაუწესებს მექსიკას, კანადასა და ჩინეთს - თეთრი სახლი

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს ახალ ტარიფებს დაუწესებს მექსიკას, კანადასა და ჩინეთს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა აღნიშნა, რომ მექსიკასა და კანადას 25%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, ხოლო ჩინეთს - 10%-იანი ტარიფი.

„ეს არის პრეზიდენტის მიერ გაცემული და შესრულებული დაპირებები“, - დასძინა მან.

თეთრი სახლის პრესმდივანმა დამატებითი დეტალები არ გაამხილა, მათ შორის, შეეხება თუ არა ტარიფები ნავთობის იმპორტს და იქნება თუ არა გათვალისწინებული გარკვეული გამონაკლისები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა