თეგებით ძიება

"არ არის გამორიცხული "ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ფიცოს განცხადების საპასუხოდ

"ჩვენს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლო­ბენ, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ იდე­ო­ლო­გი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი მებ­რძო­ლე­ბის ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დიქ­ტა­ტუ­რას, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლიზმს და ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე მტე­რია პუ­ტი­ნის­თვის", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­ურ­მა მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც შე­ა­ფა­სა სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, რო­ბერტ ფი­ცოს გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ სლო­ვა­კეთ­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­ურ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში, “360 გრა­დუ­სი“ აღ­ნიშ­ნა, სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რუ­სულ ტრა­დი­ცი­ას გაჰ­ყვა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სწო­რედ "ქარ­თულ ლე­გი­ონ­ში“ ნახა.

"შე­მიძ­ლია, ვთქვა ერთი რამ, რის გამო ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ფაქ­ტობ­რი­ვად, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის სიმ­ბო­ლო გახ­და. არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ ექ­სტრე­მიზ­მში. ბოლო დროა, ძა­ლი­ან დიდი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ - სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და სხვა­დას­ხვა პრო­რუ­სუ­ლი ქვეყ­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ჩვენს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლო­ბენ, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ არის იდე­ო­ლო­გი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი მებ­რძოლ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დიქ­ტა­ტუ­რას, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლიზმს და არის ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე მტე­რი პუ­ტი­ნის­თვის. აქე­დან გა­მო­მი­დი­ნა­რე , ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც რუ­სეთს დიდი გავ­ლე­ნა აქვს, რო­გო­რიც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო, სლო­ვა­კე­თი, უნ­გრე­თია, მთავ­რო­ბე­ბი ცდი­ლო­ბენ, ჩვენს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, პი­რა­დად ჩემს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლო­შიც არა­ერ­თხელ და­უბ­რა­ლე­ბი­ათ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის და­ორ­გა­ნი­ზე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა - ამი­ტომ ეს ჩემ­თვის არ არის გა­საკ­ვი­რი. სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რუ­სულ ტრა­დი­ცი­ას გაჰ­ყვა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, სწო­რედ "ქარ­თულ ლე­გი­ონ­ში“ ნახა“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

ამას­თან, მა­მუ­ლაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, სლო­ვა­კე­თის მთავ­რო­ბის მრჩე­ვე­ლი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წვე­რი ერიკ კა­ლი­ნი­ა­კი ფო­ტოს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­ზეც მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ჩანს სლო­ვა­კეთ­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თან, ინი­ცი­ა­ტი­ვის, "მშვი­დო­ბა უკ­რა­ი­ნის“ წევრ ლუ­ცია შტა­სე­ლო­ვას­თან ერ­თად.

მა­მუ­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ის სლო­ვა­კეთ­ში წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე იყო ჩა­სუ­ლი, რო­მე­ლიც 2 წლის წინ ჩა­ტარ­და და მას­თან ერ­თად უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­და­ი­ღო ფოტო, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა "მშვი­დო­ბა უკ­რა­ი­ნის“ წევრ ლუ­ცია შტა­სე­ლო­ვას­თან ფო­ტოს, რო­გორც მა­მუ­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, მან იცის ფო­ტოს შე­სა­ხებ , თუმ­ცა არ იცო­და, რომ ფო­ტოს პო­ლი­ტი­კოს­თან ერ­თად იღებ­და.

"ფო­ტო­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, სლო­ვა­კეთ­ში იყო წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ჩემ­ზე და "ქარ­თულ ლე­გი­ონ­ზე“ და­ი­წე­რა. რო­გორც მთა­ვა­რი გმი­რი, ისე ვი­ყა­ვი პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. პრე­ზენ­ტა­ცია იყო სლო­ვა­კე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ღო­ნის­ძი­ე­ბებს ეს­წრე­ბოდ­ნენ, ჩემ­თან მო­დი­ოდ­ნენ და სუ­რა­თებს იღებ­დნენ. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა სპორ­ტსმე­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კი­სე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სუ­რა­თი მახ­სოვს, მაგ­რამ ეს ქალ­ბა­ტო­ნი თუ პო­ლი­ტი­კო­სი იყო, არ ვი­ცო­დი. ამის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გა­ვი­გე, რაც სუ­რა­თი გა­მოქ­ვეყ­ნდა. კი­დევ ერთი სუ­რა­თი გა­მოქ­ვეყ­ნდა პო­ლი­ტი­კოს­თან ერ­თად, შე­სა­ბა­მი­სად , რი­ტო­რი­კა აქვთ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას ვამ­ზა­დებ­დით, თუმ­ცა ეს სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია 2 წლის წინ“, - გა­ნა­ცხა­და

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, ელო­დე­ბა თუ არა, რომ შე­საძ­ლოა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნოს, ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რი პა­სუ­ხობს, რომ "არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და სლო­ვა­კე­თის­თვის სცე­ნა­რი კრემლში იწე­რე­ბა“.

"აბ­სურ­დუ­ლია ამა­ზე ლა­პა­რა­კი. სად მე და სად სლო­ვა­კე­თი. კი , ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვი­ჭერს მხარს და "ქარ­თულ ლე­გი­ონს“ რე­პუ­ტა­ცია აქვს, რო­გორც და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც იბ­რძვის დიქ­ტა­ტო­რის და იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ვართ პუ­ტი­ნის­თვის პირ­და­პი­რი მტრე­ბი და სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის, სა­დაც პუ­ტი­ნის გავ­ლე­ნა არის საკ­მა­ოდ დიდი“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­ურს, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილს სლო­ვა­კეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან მისი კავ­ში­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლე­ბა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა