თეგებით ძიება

მადლობელი ვარ, რომ PACE-მ იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური "ქართული ოცნების" დელეგაცია - უილსონი

მადლობელი ვარ, რომ PACE-მ უარყო და იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური “ქართული ოცნების” დელეგაცია, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მადლობელი ვარ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უარყო და იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური “ქართული ოცნების” დელეგაცია. ყველა ორგანიზაცია და ქვეყანა ასე უნდა მოიქცეს! ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია,” - წერს ჯო უილსონი.

ცნობისთვის, 29 ნოემბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც PACE მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. იმ დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა