თეგებით ძიება
02. 02. 2025 მსოფლიო

ესპანეთში თანამდებობიდან გაათავისუფლეს დიპლომატი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლისას ჩაეძინა

ბელგიაში ესპანეთის საელჩოს ხელმძღვანელს, ალბერტო ანტონს, თანამდებობა დაატოვებინეს, რადგან ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხოსე მანუელ ალბარესის გამოსვლისას ჩაეძინა. ამის შესახებ The Times იუწყება.

აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც ანტონს ეძინა ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გამოსვლისას. სწორედ ამან მიიქცია ალბარესის ყურადღება.

გამოცემა წერს, რომ დიპლომატის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან მალევე, ესპანეთის დიპლომატთა ასოციაციამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნა დიპლომატიური დანიშვნების „გამჭვირვალობის“ მოთხოვნით.

გარდა ამისა, ესპანეთში ალბარესს არაოფიციალურად შეარქვეს „პატარა ნაპოლეონი“ მუშაობისადმი მკაცრი მიდგომის გამო. გამოცემა იხსენებს, რომ მან სამსახურიდან გაათავისუფლა, სულ მცირე, შვიდი თანამდებობის პირი, რომლებიც სხვადასხვა შეცდომებს უშვებდნენ თავიანთ საქმიანობაში ან აკეთებდნენ იმას, რაც ეწინააღმდეგებოდა მადრიდის პოლიტიკას.

წყარო: tvpirveli.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა