თეგებით ძიება

33 წლის წინ, 1992 წლის 2 თებერვალს თბილისში მშვიდობიანი მიტინგი დახვრიტეს

1992 წლის 2 თებერვალს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა და დაიღუპა ათეულობით ადამიანი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ როდესაც სროლა დაიწყო, თავიდან არავინ გაქცეულა, ეგონათ, რეზინის ტყვიებს ისროდნენ. მალე გასისხლიანებული აქციის მონაწილეები მოცელილებივით დაეცნენ — ტყვიები ნამდვილი იყო.

2 თებერვლის მიტინგს და მსვლელობას ფირზეც იღებდნენ. ვიდეოზე ჩანს, როგორ მიდის თბილ ტანსაცმელში ჩაცმული ხალხი გმირთა მოედნისკენ. მათ წყლის ჭავლით წუწავენ. შემდეგ იწყება სროლა. ხალხი ჯერ დაბნეულია, მერე ზოგი ტირის, ზოგი ილანძღება. კადრში რამდენიმე დაჭრილიც ჩანს. საყოველთაო ალიაქოთში ყვირიან, რომ არის მსხვერპლიც.

„გოგოები ერთად ვიდექით, ჩვენ წინ მამუკა ტერაშვილი მიდიოდა დროშით. სროლა რომ დაიწყო, დავინახე როგორ დაეცა. სადღაც ხუთ წუთში მეც მომხვდა ტყვია, მაგრამ სისხლი არ წამომსვლია, შინაგანი სისხლდენა განვითარდა. ტყვიამ კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი დაფლითა და მესამე და მეოთხე მალებს შორის გაიჭედა. გოჩა კელენჯერიძე გეხსომებათ (აქციების ერთ-ერთი ლიდერი - რ.თ.), ის ხომ ექიმია, გამიხსნა ტანსაცმელი და ნახა, დაჭრილი ვიყავი. საშინლად მტკიოდა, მაგრამ გონება არ დამიკარგავს. ეკას ხელი გადავხვიე და ასე მოვდიოდი. მერე მანქანაში ჩამსვეს. ჩემს გვერდით კიდევ ერთი დაჭრილი ბიჭი იჯდა. ხუთი საათი მიკეთებდნენ ოპერაციას. ექიმებმა მითხრეს, ამის შემდეგ ათასში ერთი თუ დარჩებოდა ცოცხალიო. ბავშვი ვიყავი, ჯანმრთელი ორგანიზმი მქონდა და ამით გადავრჩი“, - უყვება ანა ფანქველაშვილი რადიო თავისუფლებას.

1992 წელს  თამარ მეფის ხიდზე 23 მომიტინგე დაიღუპა, 186 კი დაშავდა. მოკლულებს შორის იყო 16 წლის მედროშე – მამუკა ტერაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა