"თბილისის მოლთან" აქციაზე ტვ პირველის ოპერატორი დაშავდა
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, "თბილისის მოლთან" მიმდინარე აქციაზე, მათი ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სავარაუდოდ, მუცელში წიხლი მოხვდა.
დაშავებული ოპერატორი სასწრაფომ კლინიკა "ვივა-მედშია" გადაიყვანა.