თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გაწმენდა დაიწყო. ტერიტორიიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა.
"ახალის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიიდან გაიყვანეს აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.
დემონსტრანტები ცდილობდნენ, სრულად დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.