თეგებით ძიება

“აქციის მონაწილეს ურტყამდნენ, საშველად შევარდა - დაზიანებები აღენიშნება მარცხენა მხარეს, ფერდის ქვემოთ“ - ირინა სარიშვილის თქმით, გუშინ აქციაზე მისი შვილი დააკავეს

ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი შვი­ლი, ლუკა სა­რიშ­ვი­ლი გუ­შინ, 2 თე­ბერ­ვალს, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ზე, “თბი­ლი­სი მო­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს.

სა­რიშ­ვი­ლის თქმით, ლუ­კას სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა:

“ცოტა ხნის წინ და­მი­კავ­შირ­დნენ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი­დან და შე­მა­ტყო­ბი­ნეს რომ შე­სუ­ლი იყო ექი­მი, რო­მელ­მაც და­ა­ფიქ­სი­რა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რა­ზეც ლუკა თა­ვის ად­ვო­კატ­თან ერ­თად მი­მარ­თავს შე­სა­ბა­მის უწყე­ბას, პო­ლი­ცი­ის არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის გამო", - წერს ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ “ფორ­მუ­ლას­თან“ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა.

“დი­ლის 5 სა­ათ­ზე შე­იყ­ვა­ნეს ზა­ჰე­სის იზო­ლა­ტორ­ში, ეს შე­მა­ტყო­ბი­ნა ად­ვო­კატ­მა. შეყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ ექი­მი, რო­მელ­მაც და­ა­ფიქ­სი­რა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. პო­ლი­ცი­ის მიერ, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისი­ნი შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­მარ­თა­ვენ.

კლი­ნი­კა­ში არ იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, პირ­და­პირ იზო­ლა­ტორ­ში მი­იყ­ვა­ნეს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა მარ­ცხე­ნა მხა­რეს, ფერ­დის ქვე­მოთ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მათი მოს­მე­ნის თა­ვიც აღარ მქონ­და, მირ­ჩევ­ნია ჩვენ­მა ად­ვო­კატ­მა გა­მო­ი­ტა­ნოს ინ­ფორ­მა­ცია. თუმ­ცა ფაქ­ტია, ისე ცუ­დად არ არის რომ კლი­ნი­კა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეს, ბად­რი გრი­გა­ლაშ­ვილს ურტყამ­დნენ, რო­დე­საც ძირს და­აგ­დეს. იქ შე­ვარ­და ლუკა საშ­ვე­ლად, და­სახ­მა­რებ­ლად. მე მგო­ნი სამ­ნი იყ­ვნენ და სა­მი­ვე შე­ყა­რეს მან­ქა­ნა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ მოხ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც ექიმ­მა და­ა­ფიქ­სი­რა", - გა­ნა­ცხა­და სა­რიშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა