თეგებით ძიება

მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს. დიდმა ბრიტანეთმა ახლა უნდა იმოქმედოს - ჯეიმს მაკლირი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკლირი საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ "დიდმა ბრიტანეთმა ახლა უნდა იმოქმედოს".

ის ხაზს უსვამს, რომ მან და ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს.

"ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში. დიდმა ბრიტანეთმა ახლა უნდა იმოქმედოს.

ამ შაბათ-კვირის ძალადობა საქართველოში ადასტურებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ჯო უილსონმა და მე საგარეო საქმეთა მინისტრს მოვუწოდეთ ივანიშვილზე - პუტინის ოლიგარქ მარიონეტზე - სანქციების დაწესებისკენ",- წერს ბრიტანელი დეპუტატი X-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა