თეგებით ძიება

სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ფორდის" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ამობრუნდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა