ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ წამყვან მედიასაშუალებას პენტაგონის შენობაში სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და გამოაცხადა, რომ ოთხი მედია ორგანიზაცია, New York Times, National Public Radio, NBC News და Politico, პენტაგონის ოფისებიდან უნდა გავიდეს, რათა ადგილი სხვა მედიასაშუალებებისთვის გამოთავისუფლდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მედიასაშუალებები დაკარგავენ თავიანთ სამუშო სივრცეს პენტაგონში და ვალდებულნი არიან, ოფისები 14 თებერვლამდე დატოვონ.
ამ მედიასაშუალებების ნაცვლად, პენტაგონში სამუშაო სივრცე გადაეცემათ New York Post-ს, One America News Network-ს, Breitbart News Network-სა და HuffPost News-ს.
ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ცვლილება მიზნად ისახავს უფრო მრავალფეროვანი მედია პლატფორმების ჩართულობასა და მედიასაშუალებების თანაბარ პირობებში მოყვანას.