თეგებით ძიება

ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, სუვერენული კეთილდღეობის ფონდი შეიქმნება

აშშ-ის პრეზიდენტმაб დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ფინანსთა და ვაჭრობის დეპარტამენტებს ევალებათ სუვერენული კეთილდღეობის ფონდის შექმნა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ ფონდის მეშვეობით TikTok-ის შეძენა იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს და დაფინანსდება ფონდი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

ტრამპმა განაცხადა, რომ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს TikTok-ის შეძენასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, თებერვალში მიიღებს გადაწყვეტილებას პოპულარული აპლიკაციის მომავალთან დაკავშირებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა