თეგებით ძიება

„წინ ზამთრისთვის დამახასიათებელი გაავდრება გველოდება“ - კობა ფარტენაძე

წინ ზამთრისთვის დამახასიათებელი გაავდრება გველოდება -  მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

ატმოსფეროში დაიწყო ცვლილებები, რაც გამოიწვევს მკვეთრ შემობრუნებას თბილი დღეებიდან სიცივისკენ. 

მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურა დაკავშირებული იქნება პოლარული ღარის გაღრმავებასთან და მის გავრცელებასთან აღმოსავლეთ ევროპაში, ამავდროულად, არქტიკის დასავლეთ სექტორში დაიწყება არქტიკული ანტიციკლონის ფორმირება, გაძლიერება და გაფართოება.

ყოველივე ეს გავლენას მოახდენს მთელს ევროპაზე და მათ შორის საქართველოზე, ცივი და ნოტიო ჰაერის მასები ჩვენს ქვეყანაში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება:

5 თებერვლიდან - 9 თებრვლის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლის სახით. 

ტემპერატურა დღისით +5 გრადუსზე მაღალი არ იქნება დაბლობზე და ბუნებრივია მთიან ზონაში 0 თან ახლოს და მასზე ქვემოთ.

მოკლედ, წინ ზამთრისთვის დამახასიათებელი გაავდრება გველოდება და ვისაც ასჯერ უნდა გაგიმეოროთ ვინაიდან ერთხელ ნათქვამს ვერ ხვდებით, ვიმეორებ - დაბლობსა და ბარში იქნება მხოლოდ თოვლჭყაპი, ითოვებს მხოლოდ მთაში. 

გისურვებთ მშვიდობიან დღეებს - წერს კობა ფარტენაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა