თეგებით ძიება

ურა­ნი, ტი­ტა­ნი, ლი­თი­უ­მი, გრა­ფი­ტი - რა იშვიათ წიაღისეულს ფლობს უკრაინა, რასაც ტრამპი გარანტიად ითხოვს?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი უკ­რა­ი­ნის იშ­ვი­ა­თი წი­ა­ღი­სე­უ­ლით და­ინ­ტე­რეს­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი rbc.ua-ს გან­ცხა­დე­ბით, ეს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის “გა­მარ­ჯვე­ბის გეგ­მის“ ერთ-ერთი პუნ­ქტი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნულ სა­ა­გენ­ტოს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის (OP) წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ჩანს, გეგ­მის ამ ნა­წილს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტიც გა­ნი­ხი­ლავს.

“ჩვენ უკ­რა­ი­ნას­თან შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბა გვინ­და, რო­მელ­შიც ისი­ნი დე­და­მი­წის იშ­ვი­ა­თი მი­ნე­რა­ლე­ბით იმის გა­რან­ტი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რა­საც ჩვენ მათ ვაძ­ლევთ. ჩვენ უკ­რა­ი­ნას ვე­უბ­ნე­ბით, რომ მათ ძვირ­ფა­სი, იშ­ვი­ა­თი მი­ნე­რა­ლე­ბი აქვთ. გვსურს, რომ რა­საც ვაძ­ლევთ გი­რა­ოს თვალ­საზ­რი­სით და­ცუ­ლი იყოს“, - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა თეთრ სახ­ლში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

წყა­როს ცნო­ბით, 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ტრამ­პთან შეხ­ვედ­რა­ზე ზე­ლენ­სკიმ სწო­რედ რე­სურ­სე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა.

უკ­რა­ი­ნის “გა­მარ­ჯვე­ბის გეგ­მას“ აქვს მე­ო­თხე პუნ­ქტი, რო­მელ­შიც და­სავ­ლეთ­თან ერ­თად, იშ­ვი­ა­თი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვა­ზე, ინ­ვეს­ტი­რე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე წე­რია.

იშ­ვი­ათ ლი­თო­ნებ­ში მო­ი­აზ­რე­ბა: ურა­ნი, ტი­ტა­ნი, ლი­თი­უ­მი, გრა­ფი­ტი და სხვა. არ­სე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დით, აშშ-ს იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბი ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე, მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ის წარ­მო­ე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა.

“უკ­რა­ი­ნას აქვს იშ­ვი­ა­თი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი, მათ შო­რის იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბი: ურა­ნი, ლი­თი­უ­მი და ტი­ტა­ნი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს რუ­სე­თი არ და­ე­უფ­ლოს და ამ მიზ­ნით პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ რე­სურ­სე­ბის “გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვა“ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა“, - აღ­ნიშ­ნავს წყა­რო უკ­რა­ი­ნულ focus- თან სა­უ­ბარ­ში.

კი­დევ ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, იშ­ვი­ა­თი ბუ­ნებ­რი­ვი ლი­თო­ნე­ბის მა­რა­გის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნას უკვე დრო­ე­ბით და­კარ­გუ­ლი აქვს...

“უკ­რა­ი­ნუ­ლი იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მდე­ბა­რე­ობს იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რომ­ლებ­ზეც კი­ევ­მა კონ­ტრო­ლი და­კარ­გა“, - წერს გა­მო­ცე­მა და მოჰ­ყავს Forbes-ის 2023 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, “Forbes-მა უკ­რა­ი­ნის მი­ნე­რა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის მთლი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 15 ტრი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სა. ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ რე­ზერ­ვე­ბის 70%-ზე მეტი არის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ DPR -სა (დო­ნეც­კის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი) და LPR-ის (ლუ­განსკის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი), ასე­ვე დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის რე­გი­ონ­ში“.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა, ოლაფ შოლცმა გა­აკ­რი­ტი­კა დო­ნალდ ტრამ­პის მო­თხოვ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნამ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ იშ­ვი­ა­თი მი­ნე­რა­ლე­ბი მი­ა­წო­დოს.Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შოლცმა შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ა­კე­თა.

”ეს იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან ეგო­ის­ტუ­რი, ძა­ლი­ან ეგო­ცენ­ტრუ­ლი. უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ასე­თი რე­სურ­სე­ბის ომის შემ­დეგ ქვეყ­ნის აღ­დგე­ნის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა შოლცმა.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნამ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ იშ­ვი­ა­თი მი­ნე­რა­ლე­ბი უნდა მი­ა­წო­დოს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში ჩი­ნე­თი ლი­დე­რობს. პე­კი­ნი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, იშ­ვი­ა­თი მი­ნე­რა­ლე­ბის 95%-მდე მო­ი­პო­ვებს და ბა­ზარ­ზე 1990-იანი წლე­ბი­დან დო­მი­ნი­რებს.

წყა­რო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა