თეგებით ძიება

უკრაინა მზად არის, 2025 წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარების საკითხი განიხილოს - აშშ-ში უკრაინის ელჩი

უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ოქსანა მარკაროვას განცხადებით, ამ დროისთვის ამერიკულ მხარესთან უკრაინაში 2025 წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარების აუცილებლობის საკითხი არ განხილულა, თუმცა, მისი თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ თემას წამოწევს, უკრაინა მზად არის დიალოგისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„როდესაც ეს საკითხი თეორიულად განიხილებოდა 2023-2024 წლებში, ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამისთვის საჭიროა საბრძოლო მოქმედებების დასრულება. ომის დროს ვერ შევძლებთ ხმის მიცემისა და კანდიდატების წარდგენის სრულად უზრუნველყოფას“, – განაცხადა მარკაროვამ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია არჩევნები ჩაატაროს წელს, თუ სავრძოლო მოქმედებები შეჩერდება და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები შეიქმნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა