თეგებით ძიება

უკრაინა მზად არის, წიაღისეულის შესახებ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდეს - The Washington Post

The Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინა მზადაა, აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათი წიაღისეული გადასცეს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინელი ოფიციალური პირის ანონიმური განცხადების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია "ერთობლივ შეთანხმებებზე ხელმოსაწერად" მზად არის.  მისი თქმით, უკრაინაში აშშ-ს სტრატეგიული ინტერესის არსებობა ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლელი მოკავშირეებისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ აქამდეც შეუთავაზებია ბუნებრივი რესურსები. 

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაცია სურს, უკრაინამ და აშშ-მ შეთანხმებას მიაღწიონ, რომლითაც უკრაინა აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათ წიაღისეულს გადასცემს. უკრაინას აქვს ურანისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების, მათ შორის, ტიტანის, ლითიუმისა და გრაფიტის რეზერვები. კიევის გამოთვლებით, მათი ღირებულება ტრილიონობით დოლარსაც კი შეიძლება შეადგენდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა